Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტი და პრეზიდენტი დათანხმდნენ ოპოზიციის მოთხოვნებს


უკრაინის პრეზიდენტი და პარლამენტი დათანხმდნენ ოპოზიციის რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ქვეყნის მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით. პარლამენტმა პარასკევს მხარი დაუჭირა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს ციხიდან განთავისუფლებას, უკრაინის 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას და შსს მინისტრის გადაყენებას. პარალელურად, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირებას. არჩევნები, სავარაუდოდ, 2014 წლის დეკემბერში გაიმართება. ევროკავშირი და აშშ, რომლებიც კრიზისის განმავლობაში ოპოზიციას უჭერდნენ მხარს, მიესალმნენ ამ ნაბიჯებს და მათი სწრაფი განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერ რუსეთს ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG