Accessibility links

logo-print

ალექსანდრ ტურჩინოვი „ვერხოვნა რადის“ თავმჯდომარედ აირჩიეს


უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ უზენაესი საბჭოს ახალ თავმჯდომარედ პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრ ტურჩინოვი აირჩია. იგი იულია ტიმოშენკოს მთავრობაში უშიშორების მინისტრის პოსტზე მუშაობდა. ახალ სპიკერს მხარი დაუჭირეს როგორც ოპოზიციის, ისე ყოფილი მმართველი პარტიის, „რეგიონების პარტიის“ წარმომადგენლებმა. მანამდე უკრაინის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა იანუკოვიჩის მომხრე ვლადიმერ რიბაკი. ტურჩინოვმა უკვე განაცხადა, რომ დაიწყება ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება, მანამდე კი ქვეყანაში წესრიგზე პასუხისმგებლობას უზენაესი საბჭო იღებს.
XS
SM
MD
LG