Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩიეს


უკრაინის უზენაესმა საბჭომ „ვერხოვნა რადამ“, ქვეყნის ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად აირჩია არსენ ავაკოვი, ახალ მმართველ კოალიციაში მყოფი სუბიექტის, „ბატკივშჩინის“ წევრი. დღესვე უკრაინის კანონმდებლებმა თანმდებობიდან გადააყენეს მთავარი პროკურორი ვიქტორ პშონკა და კენჭი უყარეს 2004 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას, რომლის თანახმად, მთავრობის დანიშვნისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უფლება საკანომდებლო ხელისუფლების უფლებამოსილებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG