Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკების არასაბანკო საქმიანობის პრობლემები


ახლახან ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ოთხი ექსპერტი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც საბანკო დაწესებულებების არასაბანკო საქმიანობას შეეხება. ლევან კალანდაძემ, ირაკლი ლექვინაძემ, ლევან ალაფიშვილმა და გიორგი აბაშიშვილმა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს. მასში ლაპარაკია იმ საფრთხეებზე, რომელთაც ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების შეუზღუდავი ფლობა შეიცავს.

ეკონომიკის სფეროს ოთხმა ექსპერტმა საქართველოს ხელისუფლებას კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობის დეტალურად შესწავლის ინიციატივით მიმართა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბანკების მიერ არასაბანკო აქტივების ფლობით არაკონკურენტული გარემო იქმნება.

გადმოწერა
XS
SM
MD
LG