Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო


უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც დღეიდან ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციასაც ითავსებს, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო აქტს, რომელიც პატიმრობაში მყოფი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. ტიმოშენკოს 2011 წელს შვიდი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და გაფლანგვის ბრალდებების საფუძველზე. ტიმოშენკოს სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულადაა მიჩნეული მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ.
XS
SM
MD
LG