Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მორაგბეები დღეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში დღეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ქართველი მორაგბეები, გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს გაინაღდებენ. დღევანდელ თამაშს "დინამო არენაზე" რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე დაესწრება. ამასთან, დღევანდელი თამაში ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიც არის. აქამდე ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 17 მატჩი გაიმართა. ქართველმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.
XS
SM
MD
LG