Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა


22 თებერვალს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, საქართველოს პემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს თეთრ სახლში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში. კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩევლის ინფორმაციით, ვიზიტისადმი დიდი ინტერესის გათვალისწინებით, იგეგმება პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ამერიკისა და მსოფლიო მედიის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG