Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეებმა 36-10 დაამარცხეს რუსეთის ნაკრები


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებაში რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29-10 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა ამ გამარჯვებით მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზური გაინაღდეს. ამასთან, დღევანდელი თამაში ინგლისში 2015 წელს გასამართი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპიც იყო. აქამდე ქართველ და რუს მორაგბეებს შორის 17 მატჩი გაიმართა. ჩვენმა მორაგბეებმა 15 მოიგეს, ერთი წააგეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
XS
SM
MD
LG