Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა ვიქტორ იანუკოვიჩს


328 ხმით უკრაინის პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა ქვეყნის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს და აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას. უკრაინულ ტელეარხ UBR-თან ინტერვიუში, რომელიც ხარკოვშია ჩაწერილი, იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რეგიონების პარტიის დეპუტაციაზე ხორციელდება ზეწოლა, დაშინება, რათა დატოვონ მმართველი კოალიცია და ხმა მისცენ უკანონო გადაწყვეტილებას. იანუკოვიჩი აცხადებს, რომ გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას ადამიანები და რა დაუშვას დესტაბილიზაცია.
XS
SM
MD
LG