Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდ ტურჩინოვი შეასრულებს


უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შესრულება პარლამენტის სპიკერს ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა. ტურჩინოვი, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი და პარლამენტის ახლადარჩეული სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობას მომავალ არჩევნებამდე შეასრულებს. „ვერხოვნა რადამ“, რომელმაც შაბათს უფლებამოსილება შეუჩერა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს დანიშნა. პარლამენტის გადაწყვეტილებითვე პრეზიდენტ იანუკოვიჩის მეჟიგორიის საპრეზიდენტო რეზიდენცია სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა. კვირასვე „ვერხოვნა რადამ“ თანამდებობიდან გაანთავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი ლეონიდ კოჟარა. უკრაინის პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოსავლების მინისტრის ალექსანდრ კლიმენკოსა და ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ პშონკას დაპატიმრება დაავალა.
XS
SM
MD
LG