Accessibility links

logo-print

თალიბანი ტყვეების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს წყვეტს


თალიბანი აცხადებს, რომ „სირთულეების“ გამო შლის ყატარის შუამავლობით აშშ-თან დაწყებულ მოლაპარაკებებს სამხედრო ტყვის გაცვლის შესახებ. თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი „ავღანეთში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური კრიზისია.“ ვაშინგტონმა „თალიბანს“ ხუთი ავღანელი ტყვის გაცვლა შესთავაზა ამერიკელი სერჟანტის, ბოუი ბერგდალის გათავისუფლების სანაცვლოდ. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე 2009 წლიდან იმყოფება ექსტრემისტების ტყვეობაში. ამერიკაში ვარაუდობენ, რომ ბერგდალი პაკისტანში არის დატყვევებული ექსტრემისტულ დაჯგუფება ჰაკანის მიერ.
XS
SM
MD
LG