Accessibility links

logo-print

ვაშინგტონში დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი


დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ვიზიტი აშშ-ი, რომელიც 28 თებერვლამდე გასტანს. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის მიწვევით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლში, ასევე მოლაპარაკებები გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომას გახსნიან. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად აშშ-ში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები არიან.
XS
SM
MD
LG