Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის თავდასხმას 21 ჯარისკაცი შეეწირა


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, თალიბი მეამბოხეების მიერ კუნარის პროვინციაში მომხდარ თავდასხმას არმიის საგუშაგოზე, 21 ჯარისკაცი ემსხვერპლა. კვირას მომხდარი თავდასხმა ჩაითვალა ყველაზე სასტიკად ბოლო თვეების განმავლობაში. კუნარის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მინიმუმ რვა მეომარია ტყვედ აყვანილი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ოფისის თანახმად, მომხდარის გამო, პრეზიდენტმა გადადო დაგეგმილი ორდღიანი ვიზიტი შრი-ლანკაში . პრეზიდენტის წარმომადგენლობის თქმით კარზაიმ ასევე მოუწოდა პაკისტანს სერიოზული ნაბიჯები გადადგას ტერორისტთა თავშესაფრების აღმოსაფხვრელად. ავღანეთი და პაკისტანი რეგულარულად სდებენ ერთმანეთს ბრალს ექსტრემისტების შეფარებაში.
XS
SM
MD
LG