Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი რვიანი“ მსოფლიო ეკონომიკის შემდგომ ზრდაზე შეთანხმდა


"დიდი რვიანის“, მსოფლიოს ყველაზე ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები სიდნეიში გამართულ სამიტზე მსოფლიოს ეკონომიკის სულ მცირე 2 %-ით გაზრდას დათანხმდნენ. როგორც ორგანიზაციის საბოლოო შეთანხმებაშია აღნიშნული, ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლის მიღწევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება. სამიტზე საუბარი იყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზომებზე, ამასთან ცენტრალურმა ბანკებმა გადაწყვეტილებების მიღებისას მსოფლიოს ეკონომიკისათვის მოსალოდნელი შედეგები უნდა გაითვალისწინონ.
XS
SM
MD
LG