Accessibility links

პროკურატურამ მერაბიშვილის ადვოკატი დააკავა


საქართველოს პროკურატურამ დააკავა და საგამოძიებო მოქმედებისათვის ეგრეთწოდებულ მოდულის შენობაში გადაიყვანა ადვოკატი გოგა ონიანი, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივანე მერაბიშვილის ადვოკატია. ინფორმაცია ადვოკატის დაკავების შესახებ პროკურატურამ დაადასტურა, თუმცა, დაკავების მიზეზებზე საგამოძიებო უწყება ხვალ გააკეთებს განცხადებას. წინასწარი ინფორმაციით ონიანის დაკავება პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წვერებმა ადვოკატის დაკავებას პოლიტიკური დევნა უწოდეს.
XS
SM
MD
LG