Accessibility links

logo-print

გოგა ონიანი კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული


ადვოკატი გოგა ონიანი ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. გოგა ონიანი კლინიკაში წუხელ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას "შეტევა" გამომძიებელთან უსიამოვნო საუბარის შემდეგ დაეწყო. "მცირე უსიამოვნო საუბარი გვქონდა გამომძიებელთან, შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. გოგას უკვე ამის შემდეგ, იზოლატორშივე დაეწყო შეტევა. სასწრაფო დახმარებამ ადგილზე ვერ შეძლო დახმარების გაწევა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა. ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, ონიანს მკლავებზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მათივე განმარტებით, დაკავებულზე მანქანაში ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. გოგა ონიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.
XS
SM
MD
LG