Accessibility links

logo-print

ბანგკოკში სამი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას


უკანასკნელი მონაცემებით სამი ადამიანი შეეწირა ბანგკოკის ცენტრში მომხდარ აფეთებას. აფეთქება განხორციელდა იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ანტისახელმწიფოებრივი აქციები მიმდინარეობს. აფეთქების შედეგად დაიღუპა 59 წლის ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ 22 ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, მათ შორის არის 9 წლის ბიჭი. აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ქვეყნის აღმოსავლეთით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, შეიარაღებულმა კაცმა დემონსტრანტების მისამართით ცეცხლი გახსნა, რასაც 5 წლის გოგონა ემსხვერპლა. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა იინგლაკ ჩინავატამ ამ თავდასხმებს „პოლიტიკური მიზნით განხორციელებული ტერორისტული აქტები უწოდა“.
XS
SM
MD
LG