Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა მაიდანზე შეწყვიტა


„მოვა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა კიევში, მაიდანზე შეწყვიტა“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, მაიდანზე შეკრებილების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროპის გული ბრიუსელსა და ბერლინში კი არა, კიევში ძგერს, ხოლო უკრაინის ბედი არა მოსკოვში, არამედ უკრაინაში წყდება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რეფორმები, რომლისკენაც უკრაინელი ხალხი მიისწრაფვის, შედგება. "არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის უფლება", - მიმართა სააკაშვილმა მაიდნის აქტივისტებს.
XS
SM
MD
LG