Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ითხოვენ დემონსტრანტების დაღუპვის ფაქტების გამოძიებას


ევრომაიდნის აქტივისტები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვისგან კიევის ცენტრში, ინსტიტუტსკაიას ქუჩაზე დემონსტრანტების დაღუპვის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. განცხადებაში, რომელიც ევრომაიდნის ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული ნათქვამია, რომ მოვლენათა ადგილზე ამ დრომდე ექსპერტები არ გამოჩენილან. ქუჩა არ არის შემოსაზღვრული და ბევრი კვალი უკვე წაშლილია. რამდენიმე ხნით ადრე ავაკოვი აცხადებდა, რომ მთელი რიგი სამართალდამცავების მიმართ დაწყებულია სამსახურებრივი გამოძიება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ყველა, ვინც სისხლისღვრაშია დამნაშავე, დაისჯება. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრანტებსა და მილიციას შორის შეტაკებისას 82 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG