Accessibility links

logo-print

ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა


უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ ინუკოვიჩზე და თანამდებობის ყოფილ სხვა პირებზე ძებნა გამოცხადდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის გამო, იტყობინება სოციალური ქსელის მეშვეობით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, არსენ ივაკოვი. ავაკოვი აღნიშნავს, რომ იანუკოვიჩი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი კლიუევის თანხლებით გავიდა ბალაკლავიდან მანქანით დაუდგენელი მიმართულებით და გამორთო კავშირის ყველა საშუალება. გასულ კვირაში, უკრაინის დედაქალაქ კიევში ძალადობის შედეგად, 80 ადამიანი დაიხოცა, უმეტესობა დემონსტრანტები. ვერხოვნა რადის დადგენილებით, იანუკოვიჩი პრეზიდენტის თანამდებობიდან განთავისუფლდა და 25 მაისისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვია. ორშბათს კიევში ჩადის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი, რომელიც მასპინძლებთან უკრაინის ეკონომიკური პრობლემების გარშემო იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG