Accessibility links

logo-print

რუსეთში „ბოლოტნაიას საქმეში“ ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს


შარშან მაისში მოსკოვში ბოლოტნაიას მოედანზე საპროტესტო გამოსვლის დროს დაკავებულ პირებს დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა. მოსკოვის ზამასკვარეცკის რაიონის სასამართლოს თანახმად, რვა ბრალდებულიდან შვიდს ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. ერთ ბრალდებულს, ალექსანდრა დაუმოვა-დუხანინას პირობითი სასჯელი დაუწესეს. რვავე განსასჯელს ბრალად წაუყენეს არეულობის მოწყობა და პოლიციის მიმართ ძალის გამოყენება. პრეზიდენტს პუტინის საწინააღმდეგო აქცია 2012 წლის 6 მაისს ხელისუფლების მიერ ნებადართული იყო. მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლიუდმილა ალექსეევამ განაცხადა, რომ განაჩენი უსამართლოა, რომ მასობრივი არეულობას არ მომხდარა, რომ ეს ტყუილია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, განაჩენი „პოლიტიკურადაა მოტივირებული“. ორშაბათს სასამართლოს შენობასთან დააკავეს ათეულობით ადამიანი, მათ შორის, ალექსეი ნავალნი, ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვა, მარია ალიოხინა, პიოტრ ვერზილოვი და სხვები, სულ 100-მდე პირი.
XS
SM
MD
LG