Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ადგილობრივი თალიბების ლიდერი მოკლეს


თალიბების ადგილობრივი მეთაური, ასმათულა შახზინ ბხიტანი მოკლეს
ჩრდილოეთ ვაზირისტანში უცნობმა პირებმა თავდასხმის დროს. თავდასხმის მონაწილეებმა მასთან ერთად მძღოლი და მცველი დახოცეს. ბხიტანის გვარი შეტანილი იყო იმ ისლამისტი ლიდერების სიაში, რომლებიც პაკისტანის არმიის მიერ იძებნებიან. მისი მიკვლევისთვის არმიის მეთაურობამ დიდი ფულადი ჯილდო დააწესა. ის მცირე დროით თალიბანის ერთ-ერთი გაერთიანების, ტეჰრიქ-ი-თალიბანის მეთაური იყო.
XS
SM
MD
LG