Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინტონში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


დღეიდან ვაშინტონში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაცია აშშ-ში 22 თებერვალს გაემგზავრა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევით. შეხვედრები დაგეგმილია თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესში. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა საქართველოს საელჩოსთვის ვაშინგტონში ახლახან შეძენილ შენობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა მედალი "სამშობლოსთვის თავდადებული" გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე ბატალიონის წევრს, სერჟანტ ჯონი თოფურიას, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას 2012 წელს დაიჭრა.
XS
SM
MD
LG