Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის ახლანდელი ხელმძღვანელობის ლეგიტიმურობას


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა ეჭვქვეშ
დააყენა უკრაინის ახლანდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობა. მედვედევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი სახელმწიფოს მიერ ამ ხელისუფლების აღიარება, მედვედევის სიტყვებით, ცნობიერებაში აბერაციაა, გადახრაა. არ ვიცი, რომელი კონესტიტუცია წაიკითხეს, მათ, რომელი კანონები, მაგრამ ეს ცნობიერების გადახრაა, როცა ლეგიტიმურს იმას უწოდებენ, რაც თავის არსით ამბოხის შედეგია. მისი თქმით, უკრაინაში დიალორგისთვის ლეგიტიმურ პარტნიორებს ვერ ხედავს. მედვედევის თქმით, გაზის ფასების სფეროში უკრაინასთან იანოუკოვიჩის მოსკოვში ყოფნისას მიღწეულ შეთანხმებას განხორციელების ვადები აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ ეს უკრაინელ პარტნიორებთან კონსულტაციის საგანი უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG