Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და სასამართლოს სხდომას დაესწრო


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ სხდომას დაესწრო. გასულ კვირაში, როცა 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეზე ბრალდებული მერაბიშვილი უნდა დაეკითხათ, მან სასამართლო პროცესებს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ დასწრებას აღარ აპირებდა. დღეს ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა, რომ წინა სხდომა შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. „ერთი პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება“ - განაცხადა მერაბიშვილმა. მისივე შეფასებით, პროკურატურა ვერცერთ ბრალდებას ვერ უმტკიცებს. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ინიციატორი იყო მოძრაობა "ახალგაზრდული ცენტრი." აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი ცდილობს დანაშაული რიგით პოლიციელებს გადააბრალოს, მაშინ როცა 26 მაისის მოვლენების გამო პაუსიხსიმგებლობა სწორედ მას ეკისრება. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ობიექტური განაჩენის მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG