Accessibility links

პროკურატურა ვანო მერაბიშვილის გამამტყუნებელ განაჩენს მოითხოვს


პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რომ ვანო მერაბიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის საქმეზე. დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა, რომლის განცხადებით, 26 მაისის ოპერაციას სადამსჯელო, დანაშაულებრივი ხასიათი ჰქონდა და მისი ორგანზატორი და დამგეგმავი შს-თა იმჟამინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო. დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე 26 თებერვალს წარმოთქვამს, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მერაბიშვილს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
XS
SM
MD
LG