Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს მიმართავს, მის მიერ ძალის გამოყენებას მიხედოს


რუსეთი ფიქრობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, სიუზან რაისმა ვაშინგტონს უნდა მოთხოვოს, და არა მოსკოვს, არ გამოიყენოს ძალა საერთაშორისო კონფლიქტებში. რაისმა კვირას თქვა, რომ რუსეთის მხრიდან ჯარის გაგზავნა უკრაინაში მძიმე შეცდომა იქნებოდა. რუსეთის სააგენტოებს მოჰყავთ საგარეო საქმეთა სამინისტოს წყაროს ნათქვამი: „ ვიცნობთ სიუზენ რაისის საექსპერტო შეფასებებს, რომლებიც ემყარება აშშ-ის არაერთ სამხედრო ინტერვენციას მსოფლიოს მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით, სადაც აშშ-ის ადმინისტრაცია თვლიდა, რომ დასავლურ დემოკრატიას საფრთხე შეექმნა ან მმართველი რეჟიმი ხულიდან უსხლტებოდა. წყაროს სიტყვებით, "რაისმა უნდა ურჩიოს აშშ-ის ლიდერობას, არ გამოიყენოს ძალა, თუ ის გადაწყვეტს ახალ ინტერვენციას“.
XS
SM
MD
LG