Accessibility links

logo-print

პენტაგონი: აშშ-ის არმია მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს


პენტაგონის წინადადებით, აშშ-ის არმია ბოლო 70 წლის ყველაზე მცირე ზომამდე უნდა იქნეს დაყვანილი 2015 წლის ხარჯების ლიმიტთან შესაბამისობაში მოსასვლელად. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის განმარტებით, პენტაგონის წინადადებაა, რომ არმიის შემადგენლობა 440 ათასიდან 450 ათას ჯარისკაცამდე შემცირდეს. ეს იქნებოდა ამერიკელი ჯარისკაცების ყველაზე მცირე რაოდენობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჰეიგელის განმარტებით, შეერთებული შტატების ჯარები უნდა მიესადაგოს შემცირებულ ბიუჯეტს და თან შეეძლოს სწრაფად მოქმედება მსოფლიოში, რომელშიც ხშირია ძალადობა. სამხედრო ხარჯების შეკვეცის ინიციატივას შესაძლოა კონგრესში შეეწინააღმდეგონ. კონგრესის მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს 2015 წელს 500 მილიარდ დოლარზე ნაკლები ერგება.
XS
SM
MD
LG