Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე


მოსკოვში 420-მდე ადამიანი დააკავეს ბოლოტნაიას მოედანზე დაკავებული პირების მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს. ორშაბათს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის მაისში, ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან შვიდ კაცს. მათ ორნახევრიდან ოთხ წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მერვე მსაჯვრდებულს, ქალს, პირობითი სასჯელი შეეფარდა. სასამართლომ ეს რვა პირი პარასკევს სცნო დამნაშავედ არეულობასა და პოლიციაზე თავდასხმაში. სასამართლოს შენობასთან ორშაბათს შეკრებილი ასობით ადამიანი განაჩენებს აპროტესტებდა და პოლიციელების ქმედებას ხვდებოდა შეძახილებით „სირცხვილი თქვენ!“ ბოლოტნაიას მოედანზე დაკავებულების მხარდამჭერ აქციაზე ორშაბათს დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი და პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრები მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა.
XS
SM
MD
LG