Accessibility links

ღარიბაშვილისა და ბაიდენის შეხვედრას ბარაკ ობამაც შეუერთდა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ვაშინგტონში მიმდინარე სამუშაო შეხვედრას შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. ამის შესახებ ცნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის ძირითადი თემები იყო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივა და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმები. “პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა” - ვკითხულობთ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG