Accessibility links

logo-print

ბაიდენ-ღარიბაშვილის შეხვედრას ობამაც შეუერთდა


ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობენ

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი საქართველოს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობენ

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები ორშაბათს თეთრ სახლში მიიღო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც შეუერთდა. მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს ევროპულსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე.

„პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა“ - ვკითხულობთ პრესსამსახურის ცნობაში.

დაგეგმილია, აგრეთვე, ღარიბაშვილი შეხვედრები როგორც აშშ-ის ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა თუ მედიის წარმომადგენლებთან.

25 თებერვალს საქართველოს პრემიერი სიტყვით გამოვა ატლანტიკურ საბჭოში. აშშ-ში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი 28 თებერვლამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG