Accessibility links

logo-print

ინფორმირებული არჩევანის უფლება


ავტორი: ელენე ჯაფარიძე

შესავალი

მსოფლიოში, მწვავე პოლემიკა ნარკო-პოლიტიკის დაგეგვმასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მეტწილად მხოლოდ ორი განსხვებული პოლუსის გარშემო მიმდინარეობს და ხშირად რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას - ნარკოტიკების “კრიმინალიზაციის” ან “ლიბერალიზაციის” სასარგებლოდ გულისმობს. ვფიქრობ რომ ისეთი კომპლექსური პრობლემის, როგორიც ნარკოტიკების მომხმარების საკითხია, მხოლოდ ამ ორი განსხვავებული პოლუსის ჭრილში განხილვა და გადაწყვეტა არც თუ ისე ეფექტური და მარტივი ხერხია. როგორც „კრიმინალიზაციას“ ისე „ლიბერალიზაციას“ მრავალი პოზიტიური და ასევე ნეგატიური შედეგი მოსდევს და პრობლემაც შესაბამისად იმაში მდგომარეობს რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას კარგად განისაზღვროს თუ რომელი მიდგომის ფარგლებშია შესაძლებელი ნარკომოხმარების რაოდენობის შემცირება, ნარკოტიკული ბაზრის კონტროლი და სამართლებრივ დონეზე მიღებული ცვლილებების შედეგად უარყოფითი შედეგების (ადამიანის უფლებების შელახვა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება,სტიგმა და სხვა.) მინიმუმამდე დაყვანა.
თუმცა ისიც ცხადია, რომ როგორი მიმართულებითაც არ უნდა წარიმართოს ქვეყნის შიგნით არსებული ნარკოპოლიტიკა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების სრულად გადაწყვეტა, მხოლოდ ნარკოპოლიტიკის დონეზე არაა შესაძლებელი. ნარკოტიკების მოხმარება, დამზადება და მოწოდება მჭიდროდ არის დაკავშირებული მთელ რიგ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებთან რაც ნარკოტიკების პრობლემის კომპლექსურ ბუნებას ასახავს.
ამიტომაც მსურს გავცდე მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბარს და წამოვჭრა საკითხი, რომელიც პირველადი პრევენციის მნიშვნელობასა და ინფორმირებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას უკავშირდება.


საგანმანათლებლო აქტივობის მნიშვნელობა

საკანონმდებლო ცვილელბებსა და ნარკო პოლიტიკის ლიბერალიზაციის თაობაზე, საქართველოში, ბოლო წლებში ექსპერტთა წრეებში ხშირი დისკუსიები და დიალოგები იმართება, და განსაკუთრებით აქტუალური ეს თემა ამ რამოდენიმე დღის განმავლობასი გახდა მას შემდეგ რაც ერერთმა სინთეტიკურმა ნარკოტიკმა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ფაქტმა როგორც საზოგადოების ისე სამართალდამცველების ყურადღება მიიპყრო და კვლავ განახლდა პოლემიკა ნარკოტიკების კრიმინალიზაცია-დეკლრიმინალიზაციის თაობაზე. მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ყურადღების მიღმა კვლავ ერერთი ყველაზე სერიოზული მომენტი დარჩა - პირველადი პერვენცია! იმის და მიუხედავად რომ როგორც იქნა ნარკო-პოლიტიკაზე დისკუსია გასცდა ექსპერტთა ვიწრო წრეს და ამ დისკუსიაში არაერთი საზოგადო მოღვაწე და ქართული ახალგაზრდების წარმომადგენლები ჩაერთო, აქცენტი ისევ მეორად პრევენციაზე კეთდება, საუბარი ისევ მხოლოდ იმ ადამიანებს ეხება ვინც ნარკოტიკებს მოიხმარს და ეგრეთ წოდებული გამოსავლის ძიება კვლავ საკანონმდებლო სფეროს პლატფორმაზე დარჩა.
აბსოლუტურად იმ შეხედულებას რომ არსებული პოლიტიკის ლიბერალიზაცია, ერთი მხრივ, ნარკომომხმარებელთა მდგომარეობას შეამსუბუქებს და მეტ შესაძლებლობებს მისცემს საკუთარ ჯანმრთელობასა და მომავალზე საზრუნავად. იმ აზრსაც აბსოლუტურად ვემხრობი რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში უამრავი ახალგაზრდის მდგომარეობა შემსუბუქდება, რომელიც მარიხუანას მოხმარების გამო იხდის სასჯელს ციხეში ამ დროს კი სულაც არ მიეკუთვნება ნარკო-დამოკიდებული ინდივიდების კატეგორიას და არც კრიმინალური მენტალიტეტის მატარებელია.მაგრამ მეორეს მხრივ მიმაჩნია რომ ჯერ ჯერობით კრიმინალური ნარკო პოლიტიკა სამწუხაროდ ერთაერთი ბერკეტია იმ გაუმართავ და კომპლექსურ სისტემაში რომელსაც ნარკომანიის მკურნალობა, პრევენცია და პოლიტიკა ეწოდება.
იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში პირველად პრევენციას არასდროს არ ექცეოდა ყურადღება და არ ხდებოდა სკოლის ასაკში მოზარდებთან ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა შედეგიც შესაბამისი მივიღეთ - პენიტენციალური სისტემის მიმართ შიში ერთადერთი ეგრეთ წოდებული შემაკავებელი ფაქტორია რის გამოც შესაძლოა ახალგაზრდამ აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება არ მოიხმაროს. სამაგეროდ რა ხდება, აკრძალული, კრიმინალიზებული ნივთიერების ნაცვლად ახალგაზრდობა იმ ნივთიერებების მოხმარებაზე გადადის რაც აკრძალული არ არის მაგრამ ბევრად უფრო საშიში და ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ აღარ იარსებებს ისეთი შემაკავებელი ფაქტორები, როგორებიცაა ადმინისტრაციული სასჯელები, სამართლებრივი სანქციები და დაპატიმრების შიში, “აკრძალული ხილის” მიმართ ინტერესი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და მოხმარების შემთხვევებმაც იმატოს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო სფეროში განხორციელებულ ლიბერალიზაციას ან რომელიმე კონკრეტული ნივთიერების დეკრიმინალიზაციას და საერთოდ ზოგადად ნებისმიერი სახის საკანონმდებლო ინიციატივას რომელიც ნარკო პოლიტიკაში ცვლილებების განხორციელებას შეეხება აუცილებლად წინ პრევენციული და საგანმანათლებლო აქტივობა უნდა უსწრებდეს.
არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურობს იმ ფაქტს, რომ განათლების სისტემაში სწორად იმპლემენტირებული პრევენციული საგანმანათლებლო აქტივობა, მოსწავლეების ჩართულობა ისეთ პროექტებში, რომლებიც ჯანმრთელი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას ეძღვნება, ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში (Single, E. et al. 1996, Caulkins, J. et al. 2002.).
მოზარდებში ცნობიერების ამაღლება და მათთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნარკოტიკებისადმი ინტერესისა და კომფორმისტულ-დევიანტური ქცევის შემცირებაში (ნარკოტიკების მოხმარების კვლევის ეროვნული ინსტიტუტი, 2003).
მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია რომ საგანმანათლებლო, ცნობიერების ასამაღლებელი და პრევენციული აქტივობა დიდი სიფრთხლით დაიგეგმოს რათა ჭეშმარიტად პრევენციული შინაარსის მატარებელი იყოს და პროპაგანდის როლი არ შეასრულოს. ამიტომაც პრევენციული აქტივობა საგანმანათლებლო მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს, სწორი და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და მოზარდებს ნარკოტიკების შესახებ არა მხოლოდ ნეგატიურ შედეგებზე მიუთითებდეს, არამედ ამომწურავ და მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდიდეს.
პრევენციის ძირითადი მიზანი მომავალი თაობისთვის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, სხვა ისეთ არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, როგორიც საკანონმდებლო სივრცეში განსახორციელებელი ცვლილებებია ინფორმირებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფაა ახალი თაობისათვის, რათა სწორი და ადექვატური ინფორმაციის საფუძველზე მათ გადაწყვიტონ უღირთ თუ არა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. პრევენციისა და საინფორმაციო/საგანმანათლებლო პროგრამების სიმწირის დროს კი ძირითადად არაინფორმირებულ გადაწყვეტილებებთან გვაქვს საქმე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG