Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია: საქართველო ამერიკის სანდო მოკავშირეა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას წარმატებულს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. „ირაკლი ღარიბაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრა არის დასტური იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამერიკული მხარე უყურებს, როგორც დამოუკიდებელ და სანდო მოკავშირეს. სწორედ ეს ნდობა ჩვენი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მართლაც თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს კოჯორში, სადაც გვირგვინით შეამკო იუნკერთა მემორიალი.
XS
SM
MD
LG