Accessibility links

logo-print

სოფლებისთვის გამოყოფილი ფულით გამგეობამ ორი „კამაზი“ შეიძინა


თელავის საოლქო პროკურატურაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ყველა რწმუნებული იკითხება. ისინი საგამოძიებო ორგანოში პერიოდულად მიდიან. საქმე ეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2012 წელს გამოყოფილი თანხების ხარჯვას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წელს ლაგოდეხის გამგეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ნაშთის სახით 70 ათასი ლარი დარჩა აუთვისებელი, რომლითაც მიმდინარე წელს გამგეობამ ორი თვითმცლელი, "კამაზის" ტიპის მანქანა შეიძინა.

კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებელი , შალვა ზედელაშვილი საუბრობს:

„მიმდინარეობს გამოძიება. საუბარია სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილ თანხებზე. დარჩენილი თანხების უკან მობრუნება მოხდა, რის შემდეგაც გამგეობამ 2 „კამატიზის“ ტიპის თვითმცლელი შეიძინა. გამგებელმა მისცა დავალება რწმუნებულებს, რომ აქტები და ოქმები შეედგინათ. სწორედ ეს დოკუმენტები გახდა საგამოძიებო უწყების ინტერესის საგანი“.

თელავის საოლქო პროკურატურა საქმით რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდა. უფრო კონკრეტულად კი, საგამოძიებო უწყება ლაგოდეხის გამგეობის მიერ 2012 წლის სოფლის პროგრამით გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერისთვის კვალიფიკაციის შეცვლის კანონიერებას და შედგენილი აქტების ავთენტურობას სწავლობს.

როგორც სოფელ ცოდნისკარის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ზურაბ გამხარაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო ორგანოს კითხვები რწმუნებულებთან თანხის მიზნობრიობისა და შეძენილი ტექნიკის შესახებ აქვს.

„იცით რა არის? ყველა რწმუნებული დაგვიბარეს დაკითხვაზე. ჩვენ კამაზების შეძენის პროცესში მონაწილეობა საერთოდ არ მიგვიაღია, არც დაგვითვალიერებია ტექნიკა რაში იხდიდა ფულს გამგეობა. ისე გამოდის, რომ ერთ დილას, როდესაც გვაიღვიძეთ ყველა რწმუნებულს აზრად მოგვივიდა, რომ 2012 წლის გაუხარჯავი თანხა გამგეობისთვის დაგვებრუნებინა“.

აღნიშნულ საკითზე გამოძიებას კითხვები მუნიციპალიტეტის გამგებელთანაც აქვს/გამოძიების ცნობით, „გამგებლის მიერ მოხდა დავალების მიცემა რწმუნებულებზე, რომ აქეტები შეედგინათ და მორჩენილი თანხით სხვა რამ შეეძინათ. გამომძიებლის შალვა ზედელაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული ლაგოდეხის გამგებლის, ვალერი ალიბეგაშვილის დაკითხვაც მოხდეს.

„გამგებლის დაკითხვა მოხდება, მაგრამ ჯერ გამოძება მიმდინარეობს“.

ალიბეგაშვილი მომზდარზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ "ტექნიკის შეძენის დროს შვებულებაში იმყოფებოდა" და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, არ ვიყავი! მაშინ მე შვებულებაში ვიყავი. აზრზე არ ვარ ზუსტად რა მოხდა. კამაზები რომ შესყიდულია ეგ ვიცი, მაგრამ დანაშუალი რა არის, გვჭირდებოდა და .... არანაირი პრობლემა არ არის“

გამგეობის მიერ ორი თვითმცლელი "კამაზის" ტიპის მანქანა შეიძინის ნებართვა საკრებულომ გასცა . საკრებულოს თავმჯდომარე , დავით ბაკაშვილი ტექნიკის შეძენის აუციებელებლობაზე საუბრობს და ამბობს რომ, მუნიციპალიტეტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„თვითმმართველობამ, რომ გამართულად იმუშაოს თვითმცლელი კამაზები და ტრაქტორები აუცილებელი“

კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით "ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორული ორგანოს რწმუნებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება". ასევე არა არის გამორიცხული ჯერ კიდევ მოქმედი გამგებლის ვალერი ალიბეგაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის გამგებელი 1 მარტიდან თანადებობის დატოვებას აპირებს. მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
XS
SM
MD
LG