Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ აგარისთვის გამოყოფილი თანხიდან 2013 წელს 10 ათასი ლარი გაუხარჯავი დარჩა. ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულის თქმით, ნაშთს ახალი დაფინანსება დაემატება და თანხა წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. აგარის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებული მერაბ დვალაშვილი ამბობს, რომ წელს დასახლების ყველაზე პრობლემური საკითხი მოგვარდება.

სასოფლო-სამეურნეო ბარათებისა და საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტს ადგილობრივები არაერთგვაროვნად აფასებენ. ბიომეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ კოორდინატორი მურად გოგოლაძე მცირემიწიან ფერმერთათვის განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის გარშემო შექმნილ პრობლემებზე ლაპარაკობს.

ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დაუზუსტებელი სიების, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისა და პროდუქტის რეალიზაციისათვის არახელსაყრელი გარემოს გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას. ახალციხელები ხელისუფლებისგან დახმარებას სწორედ ამ მიმართულებით ითხოვენ.

მუნიციპალიტეტის გამგებელი 26 თებერვალს ახალციხეში სოფლის მეურნეობის სამინისტროდან სტუმრებს ელოდება. შეხვედრის თემა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, მოსახლეობასთან შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების შერჩევაა. ბესიკ ბლიაძე აცხადებს, რომ ზუსტად და მკაცრად გააკონტროლებს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სასოფლო ბარათების განხორციელების საკითხს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის პრიორიტეტების ასარჩევად დასახლებებში კრებები 26 თებერვლიდან 10 მარტამდე ჩატარდება. ადგილობრივებმა სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული საჭიროებები თავად უნდა გამოავლინონ.
XS
SM
MD
LG