Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ჩაერიოს უკრაინის შიდა საქმეებში


რუსეთი აცხადებს, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოწესრიგების გეგმას 19 თებერვალს კიევში ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა და ოპოზიციის ლიდერებმა 20 თებერვალს მოაწერეს ხელი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვლავ გაიმეორა, რომ არ აპირებს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, რათა პირადი კონტაქტები პოლიტიკური კონსენსუსისა და ქვეყანში სიმშვიდის დასამყარებლად გამოიყენონ. „სახიფათო და კონტრპროდუქტიულია უკრაინისათვის არჩევნის თავსმოხვევის მცდელობა პრინციპით: ან ჩვენს მხარეს ხარ, ან ჩვენს წინაღმდეგ. ჩვენ დაინტრესებულნი ვართ, რომ უკრაინა საერთოევროპული ოჯახის წვერი იყო ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა მოსკოვში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG