Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დროშებია დაშვებული საქართველოს სამთავრობო შენობებზე


საქართველოს პარლამენტის და მთავრობის შენობებზე დღეს სახელმწიფო დროშებია დაშვებული საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 93-ე წლისთავის გამო. ქვეყნის პრეზიდენტმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კოჯორში მდებარე მემორიალთან მიაგეს პატივი 1921 წლის 25 თებერვალს წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას.
XS
SM
MD
LG