Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას და ღარიბაშვილის შეხვედრას დადებითად აფასებს "ნაციონალური მოძრაობა"


აშშ-ის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას დადებითად აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვნია, რომ ხელისუფლებამ აშშ-თან განსაკუთრებული პარტნიორობა განაგრძოს. "ძალიან კარგია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ფონზე“ - განაცხადა ბაქრაძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიაზროს პრეზიდენტ ობამას ერთ-ერთი მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს სახელმწიფოს და ქართულ დემოკრატიას სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობა სწორი მიმართულებით განვითარებას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG