Accessibility links

logo-print

ნავალნისა და ნემცოვს 15 დღიანი პატიმრობა ელოდებათ



წუხანდელი ღამე წინასწარი დაკავების საკანში გაატარეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერებმა ალქსეი ნავალნიმ, ბორის ნემცოვმა, ილია იაშინმა და სხვა დაკავებულებმა, რომლებსაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო 15 დღით პატიმრობა ელოდებათ. ამასთან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ ნავალნი არავითარ წინააღმდეგობას არ უწევს პოლიციას. მოსკოვის პოლიცია აცხადებს, რომ მანეჟის მოედანზე არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის გამო 400 პირი დააკავა. მანამდე კი მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონის სასამრთლოსთან, სადაც „ბალოტნაიას საქმეში“ ბრალდებულთა განაჩენი გამოცხადდა, 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. სასამართლომ 2012 წლის 6 მაისს მომხდარი არეულობის ორგანიზებისათვის 6 განსასჯელს ოთხწლიანი თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა.
XS
SM
MD
LG