Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა რეალურად ახალ ეტაპზე გადადის


საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა რეალურად ახალ ეტაპზე გადადის - განაცხადა ვაშინგტონში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას, რომელზეც ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საქართველომ და მისმა მთავრობამ აშშ-ისგან მიიღეს სრული მხარდაჭერა პრეზდენტის და ვიცე-პრეზიდენტის სახელით. „მივიღე დადასტურება და მზადყოფნა იმისათვის, რომ გაღრმავდეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრა იყო ძალიან პოზიტიური და ნაყოფიერი. პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობის განმტკიცებას საქართველოს მთავრობა ხელს მაქსიმალურად შეუწყობს.
XS
SM
MD
LG