Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის პარლამენტი მოლდავეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელებს


ამ კვირაში ევროპარლამენტის სესია სტრასბურგში მოლდავეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე იმსჯელებს. აღნიშნული საკითხის კენჭისყრაზე დაყენება ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შიდა საქმეების კომიტეტების ინიცირებით ხუთშაბათს იგეგმება. მანამდე მოლდავეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. ევროპარლამენტის დეპუტატები ვარაუდობენ, რომ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მოლდავეთის მოქალაქეებს უკვე მაისში ან ივნისში ექნებათ.
XS
SM
MD
LG