Accessibility links

logo-print

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ხელნაწერთა ცენტრში


25 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია ფონდში დაცული საარქივო მასალა: იუნკერთა სასწავლებლის ხელმძღვანელის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეების პირადი არქივები. იუნკერთა დიდი ნაწილი დაიღუპა 1921 წელს თბილისის მისადგომებთან, რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლაში, რის შემდეგაც, 25 თებერვალს, რუსეთის არმიამ დედაქალაქი დაიკავა. გამოფენა 7 მარტამდე გასტანს.

XS
SM
MD
LG