Accessibility links

logo-print

ევროკავშირი-რუსეთის ენერგეტიკული ურთიერთობები


ავტორი: ნუცა ძამაშვილი

დღესდღეობით, ევროკავშირი დიდი გამოწვევების წინაშე დგას ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. რაც გულისხმობს ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციას, რაც თავისთავად მოიცავს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ენერგიის მოხმარების შემცირებას და ალტერნატიული წყაროების ძიებას. ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ისაა, რომ საჭიროა ევროკავშირმა მოახდინოს საერთო ენერგეტიკული ბაზრის შექმნა.
ბოლო წლების განმავლობაში ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარება 550- 600 მლრდ. კუბ. მეტრის ფარგლებში მერყეობს, რომლის თითქმის 50% იმპორტირებულია. გასული წლის მონაცემებით კი, გაზპრომმა ევროპას (დსთ-ს გარდა) ბუნებრივი აირის მთლიანი მოხმარების 28.7% მიაწოდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის აირის მომარაგების სხვა ნებისმიერი წყარო.
დღეს რუსეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ენერგო პარტნიორია, მიუხედავად იმისა, რომ 1980 წლიდან რუსული გაზის იმპორტი 80% -დან 40%- მდე შემცირდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია გაზის მოხმარების შემცირებით ევროპელი მოსახლეობის მხრიდან. ასევე ევროპის მიერ გაზის იმპორტის გაზრდა არ ნიშნავშს პირდაპირ, რომ იზრდება იმპორტი რუსული გაზისა, არა პირიქით, იმპორტირებული გაზის უმეტესი ნაწილი შემოდის ნორვეგიიდან, ალჟირიდან, ნიგერიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის სამ დიდ ქვეყანაზე- გერმანიას, იტალიასა და საფრანგეთზე მოდის დაახლოებით 60% რუსეთიდან იმპორტირებული გაზისა.
რუსეთსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკულ დიალოგს საფუძველი ჩაეყარა 2006 წლის პარიზის სამიტზე. კონკრეტული შედეგი, რაც მოჰყვა ენერგეტიკულ დიალოგს, იყო შეთანხმება ადრეული გაფრთხილების მექანიზმის შესახებ, 2009 წელს, რათა ადრეულად მოხდეს მოსალოდნელი რისკებისა და პრობლემების შეფასება, რომელიც დაკავშირებულია გაზით მომარაგებასთან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს ორი მთავარი და რამოდენიმე მილსადენით აწვდის. პირველი არის ''იამალო- ევროპა'' . ეს მილსადენი წელიწადში 45 მლრდ. კუბ. მ.- ია. მეორე მილსადენია ''ურენგოი- უჟგოროდი'' , რომელის საშუალებითაც ევროპას მიეწოდება გაზი, უკრაინის გავლით. ეს მილსადენი წელიწადში 45 მლრდ. კუბ. მ-ის მოცულობის გაზს ატარებს. ''ურენგოი- უჟგოროდი''-ის მილსადენის ერთ-ერთი განშტოენაა ე.წ. ''ლურჯი ნაკადი'', რომელიც ნოვოროსისკიდან შავი ზღვის ფსკერის გავლით თურქეთში შედის. ეს მილსადენი XXl საუკუნის დასაწყისში ამოქმედდა. ის წელიწადში 30 მლრდ. კუბ. მ. გაზს ატარებს.
რაც შეეხება ''ჩრდილოეთის ნაკადს'' , ის მოიცავს რუსეთის, ფინეთის, შვედეთის, დანიისა და გერმანისს ეკონომიკურ ზონებს. 1 224 კილომეტრიანი ორი მილსადენი იძლევა საშუალებას 55 მლრდ. კუბ.მ. მოცულობის გაზმა გაიაროს ყოველ წლიურად, სულ ცოტა 50 წლის მანძილზე. ახა¬ლი გაზ¬სა¬დე¬ნის სა¬შუ¬ა¬ლე¬ბით გა¬ზი გერ¬მა¬ნი¬ა¬სა და ევ¬რო¬პის სხვა ქვეყ¬ნებს უკ¬რა¬ი¬ნი¬სა და პო¬ლო¬ნე¬თის გვერ¬დის ავ¬ლით მი¬ე¬წო¬დე¬ბა, ბალ¬ტი¬ის ზღვის მხრი¬დან. ამ გა¬ზის ტრან¬ზი¬ტის შემ¬ცი¬რე¬ბა უკ¬რა¬ი¬ნის გავ¬ლით ამ უკა¬ნას¬კ¬ნე¬ლის პო¬ზი¬ცი¬ე¬ბის და¬სუს¬ტე¬ბას ნიშ¬ნავს, გან¬სა¬კუთ¬რე¬ბით ორ ქვე¬ყა¬ნას შო¬რის ისეთ სა¬და¬ვო სა¬კითხ¬ზე, რო¬გო¬რიც გა¬ზის ფა¬სია. ეს პროექტი ხორციელდება საერთო თანამშრომლობის საფუძველზე Gazprom- სა და ევროპულ კომპანიებს E.ON-ს, Wintershall- ს შორის. ''ჩრდილოეთის ნაკადი''-ს მიმღები ტერმინალია ლუბმინი, გერმანია, რის შემდეგაც გაზის ტრანსპორტირება ხდება ბელგიის, დანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით.
2012 წლის დეკემბერში, გაზპრომმა საზეიმოდ გახსნა ''სამხრეთის ნაკადის მშენებლობა''. ეს პროექტი ითვალისწინებს შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლლობას. ამ პროექტზე შეტანხმება მოხდა გაზპრომსა და იტალიურ ENI -ის შორის. სწორედ ამის საშუალებით შეინარჩუნებს რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებში ენერგომომარაგების თვალსაზრისით დომინანტურ როლს.
2012 წლის შემოდგომაზე, გერმანული ენერგო კომპანიის RWE- ს მიერ გაცხადებულმა უარმა ნაბუკოს პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით გადადო. ამ მილსადენს საქართველოსა და თურქეთზე უნდა გაევლო და კასპიის ზღვიის ქვეყნების ბუნებრივი აირი ევროპის ქვეყნებისთვის უნდა მიეწოდებინა.
ნაბუკოს პროექტის დაწყება როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის. ქვეყანა ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებდა გარკვეული მოცულობის გაზს შედარებით იაფად, ასევე განხორციელდებოდა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც თავისთავად შექმნიდა რამდენიმე ასეულ სამუშაო ადგილს. პოლიტიკური მომგებიანობის თვალსაზრისით, მოხდებოდა საქართველოს უფრო მაღალი ინტეგრაცია ტრანსკავკასიურ პროექტებში, და ევროპისთვის იქნებოდა კიდევ ერთი კარგი მოტივატორი, მხარი დაეჭირა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას თუ გავითვალისწინებთ, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ''თეთრი ნაკადი'' , რომლის იდეა იკრაინის ყოფილ პრემიერ მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ გააჟღერა. ბუნებრივი აირი სუფსამდე (შავ ზღვამდე) ბაქო- თბილისი- ერზრუმის მეშვეობით ( სამხრეთ კავკასიური გაზსადენი) მივა, საიდანაც მისი რუმინეთში ტრანსპორტირება მოხდება შავი ზღვის გავლით, წყალქვეშა მილის მეშვეობით. გაზსადენის მშენებლობა გეგმის მიხედვით 2015 წელს უნდა დასრულდეს. ის წელიწადში 8 მლრდ. კუბ. მ. გაზის გატარებას შეძლებს.
დღესდღეობით, ევროკავშირის ქვეყნები არ გამოთქვავენ სურვილს ერთიანი ენერგო ბაზრის არსებობის შესახებ. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ უშუალოდ ამ ქვეყნის უმსხვილესი ენერგო კომპანიები (RWE, Shell, ENI, E.ON და ა.შ.) აწარმოებენ მოლაპარაკებებს არა მარტო რუსეთის გიგანტ ენერგო კომპანია, გაზპრომთან, არამედ სხვა ენერგო მომწოდებლებთან. რუსეთი საკმაოდ კარგად იყენებს ენერგო პოლიტიკას, როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ძლიერ იარაღს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის შესახებ. დღისწესრიგში აქტიურად დგას ალტერნატიული წყაროების მოძიება, შედარებით იაფი ტრანსპორტირების გზების ძიება, ფიქალის გაზის მოპოვება და ა.შ. ბოლო წლების განმავლობაში, აქტუალური გახდა ფიქალის გაზის მოპოვება. მსოფლიოში მისი პორველი მომპოვებელი აშშ-ა. ფიქალის გაზის მოპოვების პოტენციალი კი ევროკავშირის იმ ქვეყნებს გააჩნიათ, რომლებიც უფრო მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე. ეტაპობრივი პოლიტიკების შემუშავებით შესაძლებელი იქნება, რომ ევროკავშირმა გააფორმოს ხელშეკრულება ენერგო მომწოდებლებთან და არა კონკრეტული წევრი ქვეყნების კომპანიებმა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG