Accessibility links

logo-print

უკრაინის მოქმედი ლიდერი „სეპარატიზმის ნიშნებზე“ ლაპარაკობს


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ შეშფოთებულია „სეპარატიზმის ნიშნებით“ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარით. მოქმედი პრეზიდენტის, ალექსანდრ ტურჩინოვის ამ განცხადებების ფონია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის გადაყენების შემდეგ შექმნილი მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები ყირიმში, სადაც ბევრი მოქალაქე პრო-მოსკოვურადაა განწყობილი. უკრაინის პრო-დასავლურ და რუსულენოვან რეგიონებს შორის განხეთქილებიდან გამომდინარე დესტაბილიზაციის საფრთხის შესახებ გაფრთხილებებით გამოვიდნენ როგორც რუსეთი, ისე უკრაინის ოპოზიციის მხარდამჭერი დასავლეთი. პარალელურად, უკრაინის პარლამენტი, რომელსაც ამჟამად ყოფილი ოპოზიცია აკონტროლებს, ხუთშაბათამდე არ აპირებს ახალი მთავრობის ფორმირებაზე კენჭისყრას. ვრცელდება ცნობები, რომ დაჭრილია იანუკოვიჩის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიუევი.
XS
SM
MD
LG