Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის გეგმის მომზადების ბრძანება გასცა


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პენტაგონს სთხოვა მოამზადოს ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების წლის ბოლომდე გამოყვანის გეგმა. განცხადების თანახმად, ობამამ ეს ბრძანება იმის გამო გასცა, რომ, როგორც ჩანს, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი არ აპირებს აშშ-სთან უსაფრთხოების თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც აშშ-ს საშუალებას მისცემდა ავღანეთში კონტინგენტი ამ დროის შემდეგაც დაეტოვებინა. განცხადების თანახმად, თუ ავღანეთის მთავრობა ამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, აშშ მზადაა ავღანეთში დატოვოს „განსაზღვრული“ კონტინგენტი, რომელიც ავღანეთის ძალებს გაწვრთნის და ანტიტერორისტულ ოპერაციებს ჩაატარებს. განცხადების თანახმად, ობამა კარზაის ტელეფონით ესაუბრა. კარზაი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს აპრილში დანიშნული არჩევნების შემდეგ დატოვებს, ვაშინგტონისგან რამდენიმე დათმობის მიღწევას შეეცადა ამ ხელშეკრულებასთან მიმართებით.
XS
SM
MD
LG