Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურჩინოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი გახდა


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა საკუთარ თავზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული დეკრეტი ადასტურებს. მანამდე კი ქვეყნის დროებითმა შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გამოსცა განკარგულება სპეცდანიშნულების ნაწილ „ბერკუტის“ გაუქმების თაობაზე. უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირების დროს, დემონსტრანტების მტკიცებით, სწორედ „ბერკუტი“ გამოირჩეოდა სასტიკი მოქმედებით დემონსტრანტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG