Accessibility links

logo-print

ყირიმში ვითარება დაძაბულია


უკრაინის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობის წინ დილიდან მიმდინარეობს ორი მრავალათასიანი მიტინგი. დემონსტრანტების ერთი ნაწილი ყირიმის რუსეთთან შეერთებას ითხოვს და აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთია!“ მეორე ნაწილი კი ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნებას უჭერს მხარს. ყირიმის ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში ყოფნის მომხრე არიან ყირიმელი თათრებიც. დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრი აშორებს. ყირიმის უზენაესი საბჭო დღეს საგანგებო სესიას ატარებს. უკრაინის ერთიანობის მომხრეები ფიქრობენ, რომ პრორუსულად განწყობილი დეპუტაცია უკრაინისაგან ყირიმის გამოყოფის გადაწყვეტილების კენჭისყრაზე გატანას აპირებს.
XS
SM
MD
LG