Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება უცვლელია


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება აშშ-ი, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ ადგას ევროკავშირთან თანამშრომლობის კურსს. „ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთის ხელისუფლება, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერსებს. ჩვენი მიზანი ესა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს და სხვა მაღალი რანგის პირებს. საქართველს სახელმიწფო დელეგაციის ვიზიტი 1 მარტს დასრულდება.
XS
SM
MD
LG