Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებულია ინფორმაციით ერაყის მიერ ირანის იარაღის შესყიდვის თაობაზე


შეერთებული შტატები ერაყისგან მოითხოვს, განმარტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ერაყი ირანისგან იარაღს ყიდულობს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯენ საკი აცხადებს, თუკი ინფორმაცია იარაღის შესყიდვის შესახებ დადასტურდება, ეს გამოიწვევს სერიოზულ კითხვებს ერაყის ხელისუფლების მისამართით, რადგან მსგავსი ტიპის გარიგება არის გაეროს მიერ დაწესებული აკრძალვის დარღვევა, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ირანული იარაღის შესყიდვა. თავდაპირველად ინფორმაცია ერაყის მიერ ირანის იარაღის შესყიდვის თაობაზე სააგენტო როიტერსმა გაავრცელა. ამ ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში ერაყი დათანხმდა, ირანში შეესყიდა ღამის ხედვის ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნაღმმტყორცნები და სხვა სამხედრო შეიარაღება, რომლის საერთო ღირებულებაც 195 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. როიტერსის ინფორმაციით, ამერიკის ადმინისტრაციამ ეს საკითხი ერაყის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან უკვე დააყენა, თუმცა ბაღდადი უარყოფს ირანთან რაიმე ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტს.
XS
SM
MD
LG