Accessibility links

სააკაშვილი: უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობა შემომთავაზეს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მან უკრაინაში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო. როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში” ჩართვისას განაცხადა, აღნიშნულის მიუხედავად, "ასეთი გეგმები არ აქვს": „პარადოქსული წინადადებები იყო, მათ შორის მაღალი თანამდებობების დაკავების შესახებ, მათ შორის ღიადაც და ისე, ლაპარაკშიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ასეთი გეგმები არ მაქვს. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემი გული უკრაინაშია, მაგრამ ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს. რჩევითაც და ყველაფრითაც დავეხმარები, მაგრამ მათ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ და მათი გასაკეთებელი საქმეა სწრაფი რეფორმები," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ რევოლუციის პერიოდში უკრაინის ოპოზიციონერ ლიდერებთან ტელეფონით ყოველდღე საუბრობდა.
XS
SM
MD
LG